„Georgian-Baltic Bridge” – შერჩეული პროექტები ცნობილია

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა წელს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს მასპინძლობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმი 30 ნოემბერს, ონლაინფორმატში დაიწყება და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ფიჩინგ ფორუმში მონაწილეობისთვის შერჩეული პროექტებია:

საქართველო
“ჰაერი ლურჯი აბრეშუმია /Air Blue Silk” – რეჟისორი ირინე ჟორდანია, პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი;
“ია / Ia” – რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;
“აღარ შემიძლია / No More” – რეჟისორი კეკო ჭელიძე, პროდიუსერი კოტე კალანდაძე;
“მკრთალი მზის ჩასვლები / Pale Sunsets” – რეჟისორი ავთანდილ ჩაჩიბაია, პროდიუსერი მარიამ ბიწაძე;
“რეალური არსებები / The Real Beings” – რეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე, პროდიუსერი თამარ გოლავა;
“როცა 17 წლის ხარ / When you’re 17” – რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე.

ესტონეთი
“ნაცნობი უცნობები / Familiar Strangers” – რეჟისორი კარლოს ლესმესი, პროდიუსერი ტინა სავი;
“მაქცია / Werewolf” – რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი.

ლიეტუვა
“თავსაბურავი / The Hood” – რეჟისორი ანდრიუს ლეკავისიუსი, პროდიუსერი გაბრიელ ვაისიუნაიტე;
“ადამიანი, რომელმაც ზღვა გაამტკნარა / Man Who Desalinated the Sea” – რეჟისორი ზურაბ ჟიჟილავა , პროდიუსერი ემილია სლუსკონიტე, ვიქტორია სეინიუტი.
შერჩეული მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. საერთაშორისო ექსპერტებთან:

ფიჩინგის ექპსერტი –  კატარინა ბილდჰაუერი (გერმანია);
სცენარის კონსულტანტი – კრისტიან რუთი (ესპანეთი).
ფიჩინგ ფორუმი გაიმართება  2 დეკემბერს. Საერთაშორისო ჟიური სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები