თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია, არაფერი შეცვლილა, აგრძელებს მკურნალობას, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები მომავალ კვირას და განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი მეთოდი როგორი იქნება. ფაქტობრივად იგივე მდგომარეობაა სიმპტომების მხრივ, პერიოდულად თავისა და ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურის ოდნავი მატება დღის მეორე ნახევარში, დღის განმავლობაში თავს გრძნობს ჩვეულებრივად. რაც შეეხება მეუღლეს, ანა თოფურია სახლში აგრძელებს მკურნალობას”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს პრესცენტრის უფროსმა გიორგი ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები