საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 864 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში – 24, აჭარაში – 13, იმერეთში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო შიდა ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა – 447, იმერეთი – 772, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 241, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 774, აჭარაში – 1 021, იმერეთში – 1 241.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 147, იმერეთში – 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 114, იმერეთში – 45. 3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 – თბილისში, 1 659 – აჭარაში, 310 – იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები