დავით სერგეენკო: რაგბი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მინდა, ბიჭებს წარმატება ვუსურვო(ვიდეო)

საბურთალოს რაიონში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სერგეენკო საქართველოს რაგბის ნაკრებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს.

„21 ნოემბერს, საქართველოს რაგბის ნაკრები უელსის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. რაგბი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მინდა ბიჭებს, ვინც ამ არაჩვეულებრივ თამაშს თამაშობენ, წარმატება ვუსურვო. ჩვენი გულმხურვალე მხარდაჭერა მათ!”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს რაგბის ნაკრების მხარდაჭერის გამოსახატად “ქართული ხმების” ანსამბლმა დავით სერგეენკოსთან ერთად ვიდეომიმართვა ჩაწერა და ამ ფორმით ეროვნული ნაკრების წევრებს წარმატება უსურვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები