სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ
არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები და პარტია “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქტივისტების განცხადებით, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას არათანაბარი პირობები შეუქმნა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.