გულდასაწყვეტია, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს მძევლად მოექცნენ, -ამის შესახებ ტელეკომპანია „ იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე, თუმცა, საბედნიეროდ, ამას არ აკეთებს ოპოზიციის დიდი ნაწილი. სააკაშვილი და მისი კლასტერი პირდაპირ აბულინგებენ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც ძალიან ცუდია ქვეყნის იმიჯისთვის, თუმცა მეორე მხრივ ყველა ძალიან კარგად ხედავს,
რას წარმოადგენს სააკაშვილი, რომელიც ქართული პოლიტიკისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. ის დღევანდელ პოლიტიკაში უკვე წარსულია, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს მძევლად მოექცნენ. თუმცა იქაც არსებობენ საღად მოაზროვნე ადამიანები, მათ აქვთ კონკრეტული ხედვები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ისინი მაინც საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა კალაძემ.