,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მათი კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილნი.
კალაძემ ,,ქართული ოცნების” ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
,,მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ უარი განაცხადა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილნი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებისათვის. გვინდა, მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, იაქტიუროთ ისე, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდით საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს,” – განაცხადა კახა კალაძემ.