თბილისში კორონავირუსის 1 443 შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541

თბილისში კორონავირუსის 1 443 შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 276 პირი, აჭარაში – 16 379, იმერეთში – 5 224.

,,დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 363, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24, -განაცზადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები