ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 894 შემთხვევა.
,,სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში – 19, აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.