გიორგი ბარამიძე: გვინდა სამართლიანი დებატები, ოპოზიციას დებატებზე უარი არ უთქვამს

“ოპოზიციას დებატებზე უარი არ უთქვამს, ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა, მაქსიმალურად ფართოდ და სამართლიანად იყოს ეს დებატები ჩატარებული”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არცერთი დაპირება არ შეუსრულებია და ქვეყანა უკან მიდის.

“ოპოზიციას დებატებზე უარი არ უთქვამს, ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა, მაქსიმალურად ფართოდ და სამართლიანად იყოს ეს დებატები ჩატარებული. რაც შეეხება დებატებზე ზოგადად უარის თქმას, “ქართული ოცნებისგან” სრულიად მორიგი უტიფრობაა ამაზე ოპოზიციას საყვედურობდე. 8 წლის განმავლობაში ერთხელ არ დამსხდარან დებატებზე ქვეყნის ბედ-იღბალთან და ეკონომიკასთან, ლარის კურსთან, უმუშევრობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მათ არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ და ქვეყანა უკან მიდის”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები