რუსთავში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა
რუსთავში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში უბედური შემთხვევა დილით მოხდა, ბავშვი მეშვიდე სართულის აივნიდან გადმოვარდა.