პეკინში იმედოვნებენ, რომ აშშ-ში ჩინეთის განვითარების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება

ჩინეთში იმედს გამოთქვამენ, რომ აშშ-ში პეკინის აქტიური განვითარების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, რადგან ორ ქვეყანას შორის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ურთიერთობის გაფუჭება უკავშირდება იმას, რომ ვაშინგტონს არ სურდა, ეღიარებინა პეკინის განვითარების უფლება, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ Asharq Al-Awsat-თან ინტერვიუში.

“სერიოზული სირთულის ძირითადი მიზეზი, რომელსაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა წააწყდა ტრამპის ადმინისტრაციის დროს, უკავშირდება იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი პოლიტიკოსი ორი ქვეყნის ურთიერთობას განიხილავს “ცივი ომის” დროინდელი იდეით. მათ არ სურთ, აღიარონ და პატივი სცენ ჩინეთის განვითარების უფლებას, ასევე, არ სურთ აქტიურად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმატება”,- თქვა დიპლომატმა.

ვან ის თქმით, ასეთი ცალმხრივი და აგრესიული აზროვნება საერთაშორისო ნორმებსა და საბაზრო კონკურენციის გამჭირვალე წესებს არღვევს.

“იმედი გვაქვს, რომ შეერთებული შტატები რაციონალურობას დაუბრუნდება. ჩინეთისა და სხვა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მიმართ ექნებათ ობიექტური და სამართლიანი დამოკიდებულება, სვლას ჩინეთისკენ გააგრძელებენ, ასევე შეუწყობენ ხელს იმას, რომ ორი ქვეყანა ჯანსაღ და სტაბილურ ურთიერთობას დაუბრუნდეს”, – თქვა ჩინეთის პირველმა დიპლომატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები