თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კლინიკა ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თენგიზ ცერცვაძეს შედარებით დაბალი ტემპერეტურა, ყელისა და თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ხშირი ხველა აქვს.
„ბატონი თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უცვლელი.
ისევე, როგორც გუშინ საღამოს, ამ საღამოსაც თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს: სხეულის ტემპერატურა 37.7 გრადუსი (დილაობით შედარებით დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება). ყელის და თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ხშირი ხველა. ამ დროისთვის ინფექციური პათოლოგიისა და შიდისის ცენტრის გენერალური დირექტორი მკურნალობას სახლში განაგრძობს და ჯანმრთელობის გაუარესებისთანავე მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდება.
იგივე მდგომარეობაა თენგიზ ცერცვაძის მეუღლის შემთხვევაშიც. ანა თოფურიას სიმპტომები ყელის ტკივილითა და 37.0 გრადუსი ტემპერატურით შემოიფარგლება.
ბატონი თენგიზი ყველა იმ პირს მადლობას უხდის, ვინც დაინტერესებულია მისი გამოჯანმრთელებით და ყურადღებით ეკიდება არსებულ ვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძესა და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები