აშშ-ის დეპარტამენტი – ოპოზიციას: თქვენ ამომრჩეველმა იმისთვის აგირჩიათ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილება

“ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც ოფიციალურმა პირებმა საქართველოს შესახებ ისაუბრეს.
აშშ-ის დეპარტამენტის თქმით, საქართველოში ახალმა საარჩევნო სისტემამ იმუშავა.

„გასულ ზაფხულს მათ განახორციელეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგადაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღეს და ამ საარჩევნო სისტემამ, იმ ახალმა სისტემამ, ფაქტობრივად, იმუშავა. მათ უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი აქვთ, ვიდრე აქამდე ჰქონიათ, სადაც ცხრა პარტიაა წარმოდგენილი, რომლებიც ბევრად უფრო მრავალფეროვან პერსპექტივებსა და შეხედულებებს წარმოადგენენ, ამასთან, საარჩევნო ცვლილებების შედეგად პარლამენტში უფრო მეტი ქალია“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
აშშ-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.
„ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას,“ – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები