ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია
შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია.
“ოქტომბრის თვის პროდუქტების ნაშთი უკვე გადავეცით 20 უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს. რაც შეეხება ნოემბრის თვის პროდუქტებს, რაციონით გათვალისწინებულ რაოდენობას თითოეულ ბავშვი მიიღებს”, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძემ.
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1 -ელი დეკემბრისთვის იგეგმება.