ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მხრიდან დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმა კაპიტულაციად ჩაითვლება

„ქართული ოცნების ოფისში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართა. იგი ოპოზიციასთან დიალოგს შეეხო და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიციას კლასიკურ დიალოგს სთავაზობს.

„დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმა ოპოზიციის მხრიდან კაპიტულაციად ჩაითვლება და, შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება.

“გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. ჩვენ მათ ვთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა – შოუს. ჩვენ კონკრეტულ ტელევიზიაში, „რუსთავი 2“-ში ვთავაზობთ დებატებს. სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული. მათ თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლაზე და საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებაზე. გუშინ კი, მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე. აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა, მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან. დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება”,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები