აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

“აშშ მზად არის, საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში დაეხმაროს”, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღესაც რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებულად. როგორც საქართველოში კონფლიქტების საკითხზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე, აშშ ამ პრინციპების მხარდაჭერაში აქტიური როლის შესრულებას განაგრძობს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები