ნიკარაგუას ახალი ქარიშხალი, „იოტა“ დაატყდა თავს (ვიდეო)

ნიკარაგუას ახალი ქარიშხალი – „იოტა“ დაატყდა თავს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჟამად, ქარიშხლის სიძლიერე 260 კმ/სთ აღწევს და მეოთხე კატოგორიის შტორმს განეკუთვნება.

როგორც ამერიკის ქარიშხლის ეროვნულ ცენტრი აცხადებენ, „იოტა“ წლის ყველაზე ძლიერი ატლანტიკური ქარიშხალია.

ქარიშხალი „იოტა“ მეორეა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში ქვეყნებს თავს დაატყდა, მანამდე კი „ეტა“ მძვინვარებდა, რომელსაც 200 ადამიანი ემსხვერპლა.
ჰონდურასში, გვატემალასა და ნიკარაგუაში ევაკუაციაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები