ბიძინა კულუმბეგოვი: მკაცრი შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, იმიტომ, რომ მზარდი ციფრები თუ ამ ტრაექტორიით გაგვივრცელდა, სერიოზული სამედიცინო პრობლემის წინაშე დაგვაყენებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მზარდი სტატისკისის ფონზე, მკაცრი შეზღუდვები თუ არ დაწესდა, სიტუაცია ქაოტურად უმართავი გახდება. ამის შესახებ კულუმბეგოვმა ,,დღის კურიერში” განაცხადა.

“სრული ლოკდაუნი ჩვენ ქვეყანაში წარმოუდგენელია, ამას მხოლოდ ავტორიტარული ქვეყნები აკეთებენ, მაგალითად, როგორიც არის ჩინეთი, მაგრამ მკაცრი შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, რომელიც ადამიანების მობილობაზე უფრო ეფექტურ გავლენას მოახდენს, იმიტომ, რომ მზარდი ციფრები, თუ ამ ტრაექტორიით გაგვივრცელდა, სერიოზული სამედიცინო პრობლემის წინაშე დაგვაყენებს.

ქაოტური სიტუაციის კონტროლი ჯერჯერობით კიდევ შესაძლებელია, თუმცა ათასობით ადამიანი გვიკავშირდება და ექიმებს ძალიან უჭირთ. შეიძლება მათ გადაუდებელი დახმარება არ სჭირდებათ, მაგრამ ემოციური სფეროა ძალიან დაძაბული, იმდენად ეშინიათ ადამიანებს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ახლაც მინდა მოვუწოდო, რომ არ არის საშიში ეს ვირუსი პირველ დღეებში.

ამიტომ, სანამ ექიმი ხმას მოგაწვდენთ, არ უნდა ინერვიულოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ვირუსს სწრაფი განვითარება არ ახასიათებს უმრავლეს შემთვევაში და დღევანდელი ინფორმაცია, რომელიც დამატებითი საწოლების მობილიზაციასთან იყო დაკავშირებული და ამ საწოლების ჟანგბადით მომარაგებასთან არის კავშირში, შეზღუდვები, რომელმაც მობილობაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს, შედარებით დღეს საღამოს დამშვიდების შესაძლებლობას მაძლევს, როგორც ექიმს,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები