ალეკო ელისაშვილი: საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის “სირცხვილის დერეფნების” მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებთან “სირცხვილის დერეფნების” მოწყობას კატეგორიულად არ ეთანხმება.
ამის შესახებ განცხადება ელისაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
“21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები! ნებისმიერი პარტიის, მათ შორის, “ოცნების გულწრფელ” მხარდამჭერებსა და მათ ნებას პატივს ვცემ. მინდა, რომ ნელ-ნელა, თანდათან სიძულვილი საერთოდ გაქრეს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან და აქ მხოლოდ იდეების ჭიდილი იყოს. ჩემთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა მიუღებელი და არა – რომელიმე მოქალაქის მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება”, – წერს ელისაშვილი.