მსოფლიოში, ერთ დღეში კორონავირუსის თითქმის 600 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში, ერთ დღეში, კოვიდ 19-ის 594 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან სულ 54 370 186 შემთხვევაა დადასტურებული.

შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ასევე, ბოლო 24 საათში, ვირუსს 8 212 ადამიანი შეეწირა, ჯამში 1 317 139 ლეტალური შემთხვევაა.

გუშინ ორგანიზაციამ 657 312 ახალი შემთხვევა დათვალა, რაც ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, ერთ დღეში გამოვლენილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, თითქმის 252,7 ათასი, ევროპაში კი 246,6 ათასი.

მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის დამარცხება სულ 34 955 148 პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები