კარლ ჰარცელი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მივიდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში, ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მივიდა.
ჰარცელს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად უცნობია დიპლომატების შეხვედრის დეტალები.
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, სადაც ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, ამ დრომდე არც მმართველი გუნდის და არც ოპოზიციის არცერთი ლიდერი არ გამოჩენილა.