გიორგი გახარია უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მწუხარებას გამოთქვამს უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ფრიდონ ნიჟარაძემ თავისი კუთხის განსაკუთრებული ერთგულებით ქვეყნის სიყვარულის მაგალითი მოგვცა და დაგვიტოვა უნიკალური შემოქმედება, რომელმაც ქართული კულტურა გაამდიდრა.

“მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ადამიანის და უნიჭიერესი უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო. მან თავისი კუთხის განსაკუთრებული ერთგულებით ქვეყნის სიყვარულის მაგალითი მოგვცა და დაგვიტოვა უნიკალური შემოქმედება, რომელმაც გაამდიდრა ქართული კულტურა. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს, მთელ საქართველოს”,- აცხადებს გიორგი გახარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები