კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1354, აჭარაში 410, იმერეთში კი 398 გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3020 ახალი შემთხვევიდან 1354 თბილისში, 410 აჭარაში, 398 იმერეთში დაფიქსირდა.

კორონავირუსის დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებში გამოვლინდა.

“დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 79 678-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი.

დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა – 410, იმერეთი – 398, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 629, აჭარაში – 926, იმერეთში – 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 118, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 264 – იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე”,- ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები