არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში

„არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მოლაპარაკებები გრძელდება, მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია, ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები იმისთვის, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები