ნინო ჟვანია ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ, სამარცხვინოა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ჟვანია დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ. სამარცხვინოა. სკამებზე გაცვალეს ყველაფერი”, – წერს ნინო ჟვანია Facebook-ის პირად გვერდზე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ და ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

ცესკოში სხდომაზე თამარ ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირების შემდეგ, ცესკო-ს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მათ შორის: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები