ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში თუშმალიშვილების კოშკს რესტავრაცია ჩაუტარდა
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში მდებარე თუშმალიშვილების საგვარეულო კოშკს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც შპს „შენება+“-მა შეასრულა, კოშკს მოეხსნა ძველი, დაზიანებული ქვის საპირე წყობა და გადაეწყო ახალი, მეორე და მესამე სართულზე გაკეთდა ქვის გადახურვები და კიბეები, პირველ სართულზე კარის ჭერი გამაგრდა, შესასვლელი კარის თავზე შიდა მხრიდან ამოივსო ბზარები, მოეწყო აგურის არშიები კარის და ფანჯრის ღიობებზე, აგურით მოეწყო ჯვრები და რომბები, მეორე სართულზე გაკეთდა აგურის ჭერი რომბებით და შიგნიდან მოხდა გარეთა კედლის ბზარის გამაგრება, ხოლო მესამე სართულზე მოხდა იატაკის ამოვსება მსუბუქი ინერტული მასალით, სახურავზე ხის კოჭები დამუშავდა ანტისეპტიკური და ცეცხლგამძლე ხსნარებით, მოეწყო წყალსაწრეტი მილები, ხოლო ძაბრები მოეწყო კახური კრამიტით, კოშკს გაუკეთდა ქონგურები, აშენდა ერთი სალოდე, ხოლო ორი ცალი სალოდე შეკეთდა და გამაგრდა, სახურავზე მორყეული ქონგურები გამაგრდა, კედლების ზედაპირები კი ამოივსო კირ-დუღაბის ხსნარით.
სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით წარიმართა.
თუშმალიშვილების საგვარეულო კოშკი XVIII ს.არის აგებული.