გიგი უგულავა: თუ კობახიძეს ჰგონია, რომ პარტიული დაფინანსებით დააშანტაჟებს ვინმეს, კიდევ უფრო მეტ ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარტიების დაფინანსება პარლამენტში მათ საქმიანობაზე დამოკიდებული არ არის.

კითხვაზე, რამდენად სწორია, დაფინანსდეს პარტია, რომელიც პარლამენტში არ შედის, უგულავა პასუხობს, რომ დაფინანსება დამოკიდებულია იმ ხმების რაოდენობაზე, რომელსაც პარტია არჩევნებში იღებს.

„კანონის მიხედვით, მათ შორის, იმ კანონის მიხედვით, რომელიც ზარზეიმით ბატონმა კობახიძემ მიიღო, პარტიების დაფინანსება დამოკიდებული არ არის პარლამენტში მოღვაწეობის ფორმაზე, არამედ  – იმ ხმების რაოდენობაზე, რაც მიიღო. თუ კობახიძეს ჰგონია, რომ პარტიული დაფინანსებით დააშანტაჟებს ვინმეს, ხომ ბრიყვი ღლაპია, მაგრამ ე.ი. კიდევ უფრო მეტ ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა. კანონით, რომელიც 2008 წელსაა მიღებული და ახალი რედაქციით არის, თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით პარტიებს დააშანტაჟებს, ცდება. დანარჩენი ეს არის უკანონობა, უკუქმედების ძალა ვერც ექნება. ისევ ვიმეორებ, აიღონ, დაჭრან, შეჭამონ, რაც უნდათ – ის უქნიათ. არ მაინტერესებს და არ გვაინტერესებს, თუ უნდათ, შეწყვიტონ დაფინანსება, თუ უნდათ – ნუ შეწყვეტენ, არაფერი მაინტერესებს იმის მეტი, რომ ვერ გამოიყენებენ ვერანაირად საბიუჯეტო დაფინანსებას სატყუარად“,  – განაცხადა უგულავამ.

ცნობისათვის, მანამდე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან სახელმწიფოსგან პარტიის დაფინანსებაც არ უნდა მიიღოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები