ზაალ უდუმაშვილი: დიალოგისთვის მზად ვართ, თუ მოლაპარაკების საგანი ხელახალი არჩევნები და ცესკო-ს ცვლილება იქნება
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ისინი მზაობას გამოთქვამენ ხელისუფლებასთან დიალოგზე იმ შემთხვევაში, თუ დიალოგის საგანი ხელახალი არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება იქნება.
მისივე თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან დიალოგისთვის მზაობას ვერ ხედავს.
“შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს, თავი წარმოაჩინოს დიალოგის მომხრედ. თუმცა, ვერცერთი ნაბიჯი ვერ დავინახე ხელისუფლებისგან, რომ მზად არიან დიალოგისთვის. თუ დიალოგის საგანი იქნება ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის“, – განაცხადა უდუმაშვილმა.