რუსეთში კოვიდვითარება უკიდურესად მძიმდება – პაციენტებს აიძულებენ, სკამებზე დაიძინონ (ფოტო, ვიდეო)

რუსეთის პროვინციებში Covid-19- ის უკიდურესად დიდი გავრცელების გამო მდგომარეობა უკუნტროლო ხდება. ამის შესახებ BBC წერს.


დაინფიცირების მაჩვენებლები მასშტაბურად იზრდება და, ამჯერად, ყველაზე ღარიბი პროვინციები ყველაზე ძლიერ დარტყმას განიცდიან.

ჩრდილოეთ რეგიონებში, არხანგელსკის მსგავსად, პაციენტები აიძულეს, სკამებზე დაეძინათ, მედპერსონალი ქაოტურ მდგომარეობაშია. სასწრაფო დახმარების ბრიგადები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ და ვეღარ ასწრებენ გამოძახებებზე გასვლას.

როგორც მოსკოვის BBC-ის კორესპონდენტი, სარა რეინსფორდი ამბობს, რუსეთში ჯანდაცვის მუშაკები, როგორც წესი, მედიასთან საუბარს ერიდებიან. ქვეყნის მასშტაბით, პაციენტები წამლებისა და საწოლების უკმარისობას უჩივიან, ექიმები კი – სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობის სიმცირეს. ჟურნალისტი ჩრდილოეთით გაემგზავრა, რათა მედპერსონალს შეხვდეს (იხ. ვიდეო)


ცოტა ხნით ადრე BBC-ის რუსულმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამედიცინო ჟანგბადის ბალონების მომარაგების პრობლემა იყო და მისი მიწოდება შეწყდა მდგომარეობა კი პანიკურში გადაიზარდა.
აღნიშნული შემთხვევით როსტოვში, ქალაქის No20 საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული 5 პაციენტი გარდაიცვალა.


ბოლო მონაცემებით, რუსეთში კოვიდ-19-ის 21 608 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, სულ გარდაცვლილია 439 ადამიანი. ჯამურად, კორონავირუსის 1 858 568 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები