„რეჟიმი და ფოტოგრაფია“ – ნათია წულუკიძის საჯარო ლექცია
14 ნოემბერს, 17.00 საათზე, ნათია წულუკიძის საჯარო ონლაილექცია – „რეჟიმი და ფოტოგრაფია“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ყველა სახელმწიფო წყობა რეჟიმია. თუმცა, საბჭოთა რეჟიმი მაინც განსაკუთრებული მოვლენა იყო. 70 წლის მანძილზე ქმნიდა „დადგმული ბენდიერების“ ხატს ახალი საბჭოთა რელიგიისა და ჰომო სოვიეტიკუსის შესაქმნელად. ეს იყო ტოტალური შეთანხმება ტყუილის შესახებ – დოკუმენტური ფოტოგრაფია, რომელიც არ იყო დოკუმენტური.
როგორ „ათვინიერებს“ და ცვლის საბჭოთა რეჟიმი ქართულ ფოტოგრაფიას? როგორ პასუხობს ფოტოგრაფია? როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს ხელოვნება? პასუხები და ძიებები რეჟიმისა და ხელოვანის ურთულეს საკითხზე ქართული, და არა მხოლოდ ქართული, ფოტოგრაფიის მაგალითზე.
ლექციის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ფეისბუქგვერდზე:
https://www.facebook.com/tbilisiphotographyandmultimediamuseum
მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, კომენტარების სახით ლექციის მომხსენებელთან კითხვა–პასუხის ფორმატში ჩაერთონ.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის „შემოქმედებითი თბილისისა“ და თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ხელშეწყობით.