ზურაბ ჯაფარიძე: საჯაროდ ვკითხულობ, იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?

“ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო „რუსთავი 2“-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძემ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვაც დასვა.

“ნაციონალური მოძრაობის,, თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე “რუსთავი2”-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც  – თვალთმაქცობას. ამიტომ, საჯაროდ ვკითხულობ:

იტყუება ენმ-ის ლიდერი?; რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?; ვინ ჩაშალა და როდის?; რა მიზეზით?

პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო “რუსთავი2″-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული. ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული”, – წერს ჯაფარიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი განცხადება იმ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა, რომელიც დიპლომატების ჩართულობით მიმდინარეობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები