„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ გუშინ, „ტვ პირველთან“ საუბარში ამერიკის გენერალური მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
ბარამიძის თქმით, პომპეო ერთ-ერთ მთავარ საკითხად დააყენებს დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
„საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ერთგვარი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და ჩვენი პარტნიორებისთვის ეს სულერთი არ არის.
გვაქვს ინფორმაცია, რომ პომპეო ერთ-ერთ მთავარ საკითხად რასაც დააყენებს, ეს არის დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ის, რომ ამ წუთას, ოფიციალურად, დღის წესრიგში არ დგას ოპოზიციასთან შეხვედრა. ჩვენ ვფლობთ ასეთ ინფორმაციას, რომ ამ ხელისუფლებამ პომპეოს უთხრა – ამ ვიზიტის დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ოპოზიციასთან შეხვედრა შეიძლება გაჭირდეს ან არ მოხდეს. ფაქტობრივად, პომპეოს მიმართ ერთგვარ შანტაჟს ქონდა ადგილი“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის გენერალური მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 1 კვირაში ეწვევა.