„წერა, როგორც სიმართლის თხრობა“ – არიანა ჰარვიცის ვიდეოდისკუსია

12 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი არგენტინელ მწერალს, არიანა ჰარვიცს, მე-6 ფესტივალის მონაწილეს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ონლაინ ვიდეოდისკუსიის – „წერა, როგორც სიმართლის თხრობა“ მოდერატორია ესპანისტი ნინო ფიფია.
ენა: ესპანური/ქართული.

არიანა ჰარვიცი საფრანგეთში მცხოვრები არგენტინელი მწერალია. 2012 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი „მოკვდი, სიყვარულო“, რითაც კრიტიკოსთა დიდი აღიარება მოიპოვა. 2018 წელს რომანის ინგლისურენოვანი თარგმანი წარდგენილ იქნა პრესტიჟულ „ბუკერის საერთაშორისო პრემიაზე“.
არიანა ექვსი წიგნის ავტორია და ასევე მუშაობს თეატრალურ დადგმებზე და დოკუმენტურ ფილმებზე. მწერლის პროზა ხასიათდება თამამი, ეროტიკული და ირონიული თხრობით და ოჯახისა და კონვენციური ურთიერთობების გარშემო დამკვიდრებული კლიშეების პირდაპირი კრიტიკით.
„მოკვდი, სიყვარულოს“ ქართულად თარგმანი ეკუთვნის თამარ ლეჟავას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები