მამუკა ხაზარაძე გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს შესახებ: სამწუხაროა, თუ ესეთი რამ იყო ჩანიშნული და ოპოზიციურმა პარტიებმა ამის შესახებ არ იცოდნენ
სამწუხაროა, თუ ესეთი რამ იყო ჩანიშნული და ოპოზიციურმა პარტიებმა ამის შესახებ არ იცოდნენ, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს შესახებ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ ჩაშალა ეს მოლაპარაკება და “ლელომ” თუ რამე იცის ამ პროცესის შესახებ?, – მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
“ჩვენ ძალიან მკაცრად ვიცავთ შეთანხმებებს და პარტნიორებს შორის ურთიერთობებს შესაბამისად, როცა ეს შეხვედრა მოხდება ამ მოლაპარაკებაში ჩართული იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. სეპარატისტულად ასეთი მოლაპარაკება არ უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ როცა ბოიკოტია ბოიკოტს აცხადებს ყველა, როცა მოლაპარაკებაა საქმის კურსში უნდა იყოს ყველა ამსთან დაკაშირებით, – განაცხადა ხაზარაძემ.