პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რაც უფრო მასშტაბური იქნება მით უკეთესი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ამავე დროს უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ და ვსინჯოთ შეიძლება მოინახოს კომპრომისი, – ასე შეაფასა გრიგოლ ვაშაძემ მიმდინარე საპროტესტო აქციები რუსთავი 2- ის “ღამის მთავარში”.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს.
“ვცადოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს”, – ავცადებს “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სააგენტო “ნიუპოსტმა“ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.
ამასთან, პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული განცხადების შესახებ არ იციან და მის ავთენტურობას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.