ავსტრალიაში არასრულწლოვანთა სექსუალური გარყვნის ბრალდებით 14 მამაკაცი დააკავეს

ავსტრალიის პოლიციის ცნობით, ჩატარებული საერთაშორისო საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, დააკავეს 14 მამაკაცი, რომლებსაც 46 არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში ედებათ ბრალი.

გამოძიებით შედეგად, აშშ -შიც 3 ადამიანი დააკავეს და ასევე ეჭვმიტანილები ევროპაში, აზიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაშიც გამოავლინეს. 8 მამაკაცი კი ჩრდილოეთ უელსში დააკავევს.

აღნიშნული ფაქტი ავსტრალიაში ერთ -ერთ ყველაზე მსხვილ დანაშაულად ითვლება.

ავსტრალიის ფედერალური პოლიციის (AFP) განაცხადებით, ბავშვები 16 თვიდან 15 წლამდე იყვნენ. ასევე, დადგინდა, რომ თექვსმეტი არასრულწლოვანი ერთი და იმავე ბავშვთან თავშესაფრიდან იყო.

დაკავებულები 20-დან 48-წლამდე არიან და მათ შორის გახლავთ სამოყვარული ფეხბურთის მწვრთნელი, ელექტრიკოსი, სუპერმარკეტის თანამშრომელი და შშმ პირების მომვლელი.
დაკავებულ 14 მამაკაცს, ჯამურად, 828 ბავშვის გარყვნა ედება ბრალად.

ეჭვმიტანილები – 20-დან 48 წლამდე – იყვნენ მოხალისე ფეხბურთის მწვრთნელი, ელექტრიკოსი, შეფი, სუპერმარკეტის თანამშრომელი და შშმ პირთა მომვლელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები