საცხებ-საპოხი მასალების მთავარი იმპორტიორი საქართველოში თურქეთია

ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტში ლიდერ პოზიციაზე თურქეთია, საიდანაც იმპორტირებული პროდუქტის მოცულობამ 0,47ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 28,3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე 0,29 ათასი ტონით (17,5%) რუსეთია, ხოლო მესამე ადგილზე – გარმანია – 0,19 ათასი ტონით (11,4%); ნიდერლანდებიდან საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 0,09 ათასი ტონა (5,4%) შეადგინა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, იანვარ-ოქტომბერშიი საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა, ჯამურად, შეადგინა15,45 ათას იტონა, რაც 0,97 ათასი ტონით, ანუ 5,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (16,42 ათასი ტონა) შედარებით.
იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,66 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 2,45 ათასი ტონა (15,8%), გერმანია – 1,38 ათასი ტონა (8,9%), ირანი – 0,97 ათასი ტონა (6,3%) და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები