დავით ქართველიშვილი: გუშინდელ ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა აღიარა, საარჩევნო ბიულეტენები რომ განადგურებულიყო, როგორც ეს სერბეთში გააკეთეს, ძალიანაც კარგი იქნებოდაო
“გუშინდელ ვიდეომიმართვაში ამ „ჰომო ნონსაპიენსთა” ბელადმა კიდევ ერთი აღიარება გვისაჩუქრა – საარჩევნო ბიულეტენები რომ განადგურებულიყო, როგორც ეს სერბეთში გააკეთეს, ძალიანაც კარგი იქნებოდაო, წერტილი”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს.
„ნიკანორ მელიას რემარკა გუბაზისადმი – „როდის უნდა ისწავლო, სად და რა ილაპარაკო” სააკაშვილთან მიმართებითაც მართებულია. ხან საკუთარი ინიციატივით მიგვანიშნებს, რომ დავით გარეჯს 80 მილიონად გაყიდვის გასაღები მოსკოვში მოღვაწე აზერბაიჯანელ ბიზნესმენთან ვეძებოთ, ხან კიდევ. შევეხეთ თუ არა გუშინდელ ეთერებში, ნეანდერტალელი ოპოზიციონერების ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მოტივაციას – რომ ჩატარებული არჩევნების დამადასტურებელი ქაღალდისა და ციფრული დოკუმენტაციის განადგურებას შეეცდებოდნენ, ა, ა კიდო. გუშინდელ ვიდეო მიმართვაში, ამ “ჰომო ნონ-საპიენსთა” ბელადმა კიდევ ერთი აღიარება გვისაჩუქრა – საარჩევნო ბიულეტენები რომ განადგურებულიყო, როგორც ეს სერბეთში გააკეთეს, ძალიანაც კარგი იქნებოდაო. წერტილი”, – წერს ქართველიშვილი.