ირაკლი სესიაშვილი: პოლიტიკური საკითხები დიალოგით უნდა წყდებოდეს

“რადიკალური ძალები ცდილობენ, პროვოკაციებითა და დესტაბილიზაციით ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიონ, იმას, რაც არ დაიმსახურეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილი ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

„სადაც იქნება დარღვევა, ამაზე იქნება ცივილიზებულად ადეკვატური რეაგირება. მოვუწოდებ ოპოზიციას, დაიცვან საკუთარი თავი და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. პოლიტიკური საკითხები დიალოგით უნდა წყდებოდეს და არა – იმის მცდელობით, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინონ. დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციები და კანონის შესაბამისად მიუდგებიან დარღვევებს. რადიკალური ძალები ცდილობენ, პროვოკაციებითა და დესტაბილიზაციით ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიონ, იმას, რაც არ დაიმსახურეს. არჩევნები წააგეს და უნდათ, ძალადობით ფონი შექმნან, რაც ასე არ გამოვა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები