თბილისში კორონავირუსის 1 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782
ბოლო 24 საათში, თბილისში კორონავირუსის 1 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეში 2 982 ადამიანია, მათ შორის, თბილისში – 645, აჭარაში-1 316.
“დღეს გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 74, გურიაში – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 79, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23,”- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.