ელენე ხოშტარია: ადგილზე დავრჩებით, მოვითათბირებთ და შეკრებილებს ვეტყვით გეგმის შესახებ

პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ცესკო-ს შენობასთან შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები და ხალხი ადგილზე დარჩენას გეგმავენ.

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები რამდენიმე წუთში მოითათბირებენ და სამომავლო გეგმებს გააცნობენ ხალხს.

ამასთან, ხოშტარია აღნიშნავს, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ თამარ ჟვანია თანამდებობას არ დატოვებს.

“რატო უნდა შეასხან ხალხს ეპიდემიის დროს წყალი, გაუგებარია. გამოვიდეს ჟვანია და დაწეროს განცხადება გადადგომის შესახებ. აქ დარჩება ადამიანების ნაწილი. გეგმების შესახებ შევატყობინებთ ხალხს”, – თქვა ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები