ეროვნული ბიბლიოთეკა სოფელ დვანის მოსახლეობას 500 წიგნს გადასცემს

   6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სოფელ დვანის მუნიციპალიტეტს საჩუქრად 500-მდე წიგნს გადასცემენ. გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზების პრეზენტაცია. სოფელ დვანის სკოლის მოსწავლეები ექსკურსიით ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვევიან. აქვე სპეციალურად მათთვის კინოჩვენება მოეწყობა. ამ აქციით ეროვნული ბიბლიოთეკა საზღვრისპირა რეგიონების და კონფლიქტის ზონის მოსახლეობას საკუთარ მხარდაჭერას უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები