არჩილ თალაკვაძემ და დიდი ბრიტანეთის ელჩმა შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართეს.
როგორც ,,კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის ძირითადი თემა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც ეუთო/ოდირი-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა, როგორც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებული და კონკურენტული არჩევნები. აღინიშნა, რომ, მიუხედავად კოვიდ19-ის პანდემიისა, მოქალაქეთა აქტივობა არჩევნებში მაღალი იყო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა არაერთი პოზიტიური სიახლე უზრუნველყო, როგორიცაა პროპორციული მანდატების თანაფარდობის გაზრდა, მრავალპარტიულობა და ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.
არჩილ თალაკვაძემ მარკ კლეიტონს სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.