ალეკო ელისაშვილი: თამარ ჟვანია არის დეგრადირებული ადამიანი, ვნანობ, რომ მასთან ვმეგობრობდი
ოპოზიციის ლიდერები საბურთალოზე კიდევ ერთ მსვლელობას მართავენ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ცესკო-ს თავმჯდომარესა და გუშინდელ აქციაზე კომენტარი გააკეთა.
„მიმაჩნდა, რომ თამარ ჟვანია იყო კვალიფიციური ადამიანი საარჩევნო საკითხებში, თუმცა, ის არის დეგრადირებული ადამიანი.
რაც შეეხება პოლიციას, არასოდეს მათთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, თუ ვინმე პატივს სცემს პოლიციასა და ფორმიან ხალხს, ერთ-ერთი პირველი მე ვარ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი.
საარჩევნო კომისიამ უნდა შემიშვას შტაბში, რადგან მე, როგორც კანდიდატს, ამის უფლება მაქვს, თუმცა, ისინი ამ უფლებას მიზღუდავენ, როდესაც ჩემს ღირსებასქ და უფლებას ლახავენ. ვიძალადებ კი არა, უარესსაც ვიზამ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.