არჩილ თალაკვაძე რამაზ პატარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს – “მან მთელი ცხოვრება ქართული ანბანის შესწავლასა და მსოფლიოსთვის მისი უნიკალურობის გაცნობას მიუძღვნა”

,,ქართული ოცნების” სიის წევრი, არჩილ თალაკვაძე რამაზ პატარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მისი თქმით, რამაზ პატარიძემ მთელი ცხოვრება ქართული ანბანის შესწავლასა და მსოფლიოსთვის მისი უნიკალურობის გაცნობას მიუძღვნა.

“მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მეცნიერისა და ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრის, რამაზ პატარიძის გარდაცვალების გამო. მან მთელი ცხოვრება ქართული ანბანის შესწავლასა და მსოფლიოსთვის მისი უნიკალურობის გაცნობას მიუძღვნა. მისი გარდაცვალება დანაკლისია ქართული ენათმეცნიერებისა და მთელი ქვეყნისთვის.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ რამაზ პატარიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები