მსოფლიოში ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა

მსოფლიოში ერთ დღეში კოვიდ19-ს 9 763 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

შესაბამის მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ქვეყნებს.

ვირუსს მსოფლიოში სულ 1 225 463 ადამიანი შეეწირა.

ასევე, ახალი შემთხვევების ანტირეკორდი აშშ-ში გამოვლინდა, სადაც, 5 ნოემბრის მდგომარეობით, 102,5 მოქალაქეს დაუდასტურდა. ჯამურად, ქვეყანაში 9 486 677 დადასტურებული შემთხვევაა.

რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებელს, მსოფლიოში კორონავირუსი 48 107 322 პირს აქვს დადასტურებული, ვირუსის დამარცხება 31 900 365-მა ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები