აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
როგორც GUARDIAN-ი წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“ 100 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ჯამურად, 9.5 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.
აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის მსხვერპლთა რიცხვმა 233 596-ს მიაღწია. ამ მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევებითა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.