ქარიშხალი „ეტა“ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში მძვინვარებს (ვიდეო)

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ქარიშხალი „ეტა“ დაატყდა თავს. სტიქიურმა უბედურებამ განსაკუთრებული ზიანი ნიკარაგუას მიაყენა.
ქარიშხალმა დასახლებული პუნქტები დატბორა, სახლებს სახურავები გადახადა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიას ნიკარაგუაში  2, ხოლო ჰონდურასში 1 ადამიანი ემსხვერპლა.
მეტეოროლოგების ცნობით, „ეტა“ ამერიკის კონტინენტზე 2020 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია და სიძლიერით მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება.

სტიქიური უბედურების გამო, დროებით თავშესაფარში გადასვლა ათასობით ადამიანს მოუწია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები