ბათუმში აქციის მონაწილეებმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობას კვერცხები დაუშინეს

ბათუმში 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობას გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად კვერცხები დაუშინეს. როგორც ისინი აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ.

ამ დროისათვის, ტერიტორიაზე სიმშვიდეა, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული და აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები